მთარგმნელობითი და სათარჯიმნო ბიურო
თარჯიმანი ონლაინ მთარგმნელობითი ბიურო – პროფესიონალური თარგმანი, ნოტარიული დამოწმება და ენობრივი მომსახურება

თარჯიმანი ონლაინ – ეს ფრაზა ასახავს თანამედრო რეალობაში თარჯიმანთან ურთერთობის ფორმას. თანამედროვე სამყაროში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობები, განათლება, ბიზნესი და მიგრაცია ყოველდღიურად ფართოვდება, ხარისხიანი თარგმანი წარმატებული კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თუ ეძებთ პროფესიონალურ მთარგმნელობით ბიუროს, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტების ზუსტ თარგმანს, ნოტარიულ დამოწმებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, ჩვენი გუნდი მზად არის შემოგთავაზოთ სრულყოფილი გადაწყვეტა.
ჩვენი თარგმანის ბიურო ემსახურება როგორც კერძო პირებს, ისე კომპანიებს, იურიდიულ ფირმებს, სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალი მთარგმნელები და ხარისხის მრავალსაფეხურიანი კონტროლი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის პროექტი.
წერილობითი თარგმანი ნებისმიერი სფეროსთვის
ზეპირი თარგმანი ისევე მნიშვნელოვანი და არსებითია როგორც წერილობითი თარგმნა. ჩვენ ვასრულებთ წერილობით თარგმანს მსოფლიოს მრავალ ენაზე. თითოეული დოკუმენტი მუშავდება შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ, რაც უზრუნველყოფს ტერმინოლოგიურ სიზუსტესა და ტექსტის შინაარსის სრულ შესაბამისობას.
ჩვენი მომსახურება მოიცავს: ჩვენ ვასრულებთ იურიდიული, სამედიცინო, ტექნიკური და საინჟინრო, ფინანსური და საბანკო დოკუმენტების, ასევე ბიზნესდოკუმენტაციისა და კომერციული ხელშეკრულებების, აკადემიური ნაშრომებისა და დიპლომების პროფესიონალურ თარგმანს. გარდა ამისა, გთავაზობთ ვებგვერდების, პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული პლატფორმების ლოკალიზაციის მომსახურებას, ასევე მარკეტინგული და სარეკლამო მასალების მაღალხარისხიან თარგმანს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თარგმანის ენობრივი სიზუსტე, არამედ ტექსტის სტილის, კულტურული თავისებურებებისა და დანიშნულების სრულყოფილად გათვალისწინება, რათა საბოლოო შედეგი იყოს ბუნებრივი, ზუსტი, პროფესიონალური და მიზნობრივი აუდიტორიისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული
ნოტარიული თარგმანი და დოკუმენტების დამოწმება
თარჯიმანი ონლაინ – ასახავს მომსახურების კომფორტულ ფორმას. ბევრ ოფიციალურ პროცედურაში უბრალო თარგმანი საკმარისი არ არის. როდესაც დოკუმენტი უნდა წარედგინოს სასამართლოს, უნივერსიტეტს, საელჩოს, სახელმწიფო ორგანოს ან უცხოურ დაწესებულებას, აუცილებელია ნოტარიული თარგმანი. სანოტარო დამოწმების რეგულაციები იხილეთ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ თარგმანის ნოტარიულ დამოწმებას, დოკუმენტების ოფიციალურ გაფორმებას, აპოსტილისა და ლეგალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, ასევე საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად დოკუმენტების ფორმატირებასა და გაფორმებას. ენები, რომლებზეც ვთარგმნით: რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, თურქული, სპარსული, არაბული, სომხური, აზერბაიჯანული, ჩინური, ოსური, პოლონური, ბერძნული, ქურთული, რუმინული, ესტონური, ივრითი, ჰინდი, ტამილური, უკრაინული, იაპონური, კორეული, ყაზახური, უზბეკური, ბულგარული, ლიტვური, არამეული, პორტუგალიური, ბენგალური, ჩეჩნური, სომალური, ჩეხური, ურდუ, ნორვეგიული, შვედური, ლატვიური, ჰოლანდიური, უნგრული, ტაილანდური, ყირგიზული, სლოვაკური, პუშტუ, პანჯაბი, ბელორუსიული, ტაჯიკური, ავარიული, თურქმენული, ჟესტური, სერბული, სინჰალური (შრი-ლანკური) და ბოშური ენებიდან და ენებზე.
