თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ნებისმიერ ენაზე იურიდიული თარგმანი

დამოწმებული თარგმანი

თარჯიმანი და სერტიფიცირებული თარგმნა- დღევანდელ გლობალურ სამყაროში სწორი, ზუსტი და გამართული კომუნიკაცია ნებისმიერი საქმიანობის წარმატების მთავარი გასაღებია. ჩვენი პროფესიონალური მთარგმნელობითი ბიურო გთავაზობთ მაღალი ხარისხის სერვისს, სადაც გამოცდილი თარჯიმნები უზრუნველყოფენ ნებისმიერი სირთულისა და შინაარსის ტექსტის თარგმნას უმაღლესი სიზუსტით, მსოფლიოს 60-მდე ენაზე. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს როგორც სტანდარტულ, ისე სპეციფიკურ დარგობრივ დოკუმენტაციაზე, რათა მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და გამართული მასალა.

სერტიფიცირებული თარგმნა ხელმისაწვდომია ენობრივი წყვილების ფართო არჩევანით, მათ შორის ინგლისურიდან ქართულად თარგმნა, ქართულიდან ინგლისურად, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური, თურქული და სხვა იშვიათი ენების თარგმანი. გარდა სტანდარტული ტექსტებისა, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სპეციალიზებული სამედიცინო, იურიდიული, ტექნიკური, ფინანსური და სამეცნიერო მასალების პროფესიონალურ ადაპტაციას. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფთ ოფიციალური დოკუმენტების ნოტარიულ დამოწმებას, რაც თქვენს საბუთებს სრულ იურიდიულ ძალას ანიჭებს.

ჩვენი ინგლისური, რუსული და სხვა ენების თარჯიმნები ფლობენ კონკრეტული სფეროების ღრმა ცოდნას. რთული და სპეციფიკური დოკუმენტების თარგმნა მოითხოვს არა მხოლოდ ენის ბრწყინვალე ცოდნას, არამედ შესაბამისი დარგობრივი ტერმინოლოგიის იდეალურ ფლობას. სწორედ ამიტომ, თითოეულ პროექტზე მუშაობს კონკრეტულ სფეროში სპეციალიზებული თარჯიმანი. სამუშაოს დასრულების შემდეგ, მზა ტექსტს დამატებით ამოწმებს კვალიფიციური რედაქტორი, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი შინაარსობრივი თუ გრამატიკული ცდომილება.

თარჯიმნის მომსახურების მიღებისას, დროის დასაზოგად და მაქსიმალური კომფორტისთვის მოქმედებს მოსახერხებელი ონლაინ თარგმნის შეკვეთა, რაც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. პროცესი მაქსიმალურად მარტივია: გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი ელექტრონულ ფოსტაზე ან მესენჯერში, წუთებში მიიღეთ ზუსტი კალკულაცია და ჩაბარების ვადა, ხოლო მზა თარგმანი მოგეწოდებათ პირდაპირ თქვენს ელ-ფოსტაზე. თუ გჭირდებათ სწრაფი, საიმედო და აკურატული ტექსტის თარგმნა, დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ სრული მთარგმნელობითი მომსახურება.

ამასთანავე, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასისა და ხარისხის გონივრული ბალანსი. თარგმნის ფასები მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის ბიუჯეტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ უმაღლეს ხარისხს ოპტიმალურ და კონკურენტულ ფასად, ყოველგვარი ფარული დანახარჯების გარეშე. თუმცა ცალკეული მომსახურების ფასები, მათ შორის სანოტარო მომსახურების ღირებულება ფიქსირებულია, იხილეთ სანოტარო რეგულაცია საქართველოს საკონაომდებლო მაცნეზე. ჩვენ ვცდილობთ, პროფესიონალური მთარგმნელობითი მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს როგორც კერძო პირებისთვის, ასევე მცირე და მსხვილი ბიზნესკომპანიებისთვის.

მიიღეთ პასუხი ყველა სასურველ კითხვაზე:

რა ღირს ერთი გვერდის თარგმნა?

ფასი დამოკიდებულია ენობრივ წყვილზე, ტექსტის სირთულეზე და შესრულების სისწრაფეზე. ღირებულება გამოითვლება თქვენ მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით და ასევე იმის გათვალისწინებით, საჭიროა თუ არა თარგმანის ნოტარიული დამოწმება.

რა დრო სჭირდება თარგმანის შესრულებას?

ვადა დამოკიდებულია დოკუმენტის მოცულობასა და ტექნიკურ სირთულეზე. საშუალოდ, ერთ დღეში შესაძლებელია 10–12 გვერდის თარგმნა.

შეიძლება დოკუმენტის ონლაინ გამოგზავნა?

დიახ, დოკუმენტი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ WhatsApp-ზე: 577 114 372.

შესაძლებელია თუ არა სკანირებული ასლიდან თარგმნა?

დიახ, თუმცა სკანი უნდა იყოს გარკვევადი და სრული: ბეჭდებითა და ხელმოწერებით, საჭიროების შემთხვევაში კი ორივე გვერდით. დაბალი ხარისხი შეცდომის რისკს ზრდის. სკანირებული ვერსიის გამოგზავნა ონლაინაც შეგიძლიათ.

რა ღირს თარგმანის ნოტარიული დამოწმება?

ნოტარიულად დამოწმების ღირებულება, რომელიც მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმებას გულისხმობს, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და დამოკიდებულია თარგმანის გვერდების რაოდენობაზე. სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.delta.org.ge/ka/services/translation-and-notarization-tbilisi

როდის არის საჭირო თარგმანის ნოტარიული დამოწმება?

როდესაც დოკუმენტი წარედგინება სახელმწიფო უწყებას, საელჩოს ან უცხოურ უნივერსიტეტს. ეს ეხება, მაგალითად, დაბადების ან ქორწინების მოწმობას, დიპლომს, ნასამართლობის შესახებ ცნობას და მინდობილობას. რადგან მოთხოვნები განსხვავდება, წინასწარ დააზუსტეთ მიმღებ ორგანიზაციასთან.

შესაძლებელია თუ არა თარგმნა ოფისში მისვლის გარეშე?

დიახ. დოკუმენტი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ონლაინ (WhatsApp: 577 114 372), ხოლო დასრულებულ თარგმანს გამოგიგზავნით ელექტრონული ფორმით ან ფოსტით.

რით განსხვავდება ჩვეულებრივი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი?

ნოტარიუსი ამოწმებს მთარგმნელის ხელმოწერის ავთენტურობასა და კვალიფიკაციას, თარგმანის შინაარსს კი არ ამოწმებს. ოფიციალური უწყებები ხშირად ითხოვენ სწორედ ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს. ამავე დროს, თარგმანი შეიძლება დამოწმდეს ბიუროს ბეჭდითა და მთარგმნელის ხელმოწერითაც.

რა არის აპოსტილი და როდის არის საჭირო?

აპოსტილი დოკუმენტის საერთაშორისო დამოწმების ფორმაა ჰააგის კონვენციის წევრ ქვეყნებს შორის. საქართველოში მას გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (იუსტიციის სახლი), ხოლო განათლების დოკუმენტებზე – შესაბამისი უწყება. ჩვეულებრივ, ჯერ აპოსტილდება ორიგინალი დოკუმენტი და შემდეგ ითარგმნება. შესაძლებელია სხვა თანმიმდევრობაც: ბიურო თარგმნის დოკუმენტს, თარგმანი ნოტარიულად დამოწმდება, შემდეგ კი აპოსტილდება. თარჯიმანთა ბიურო სრულ პროცესს უზრუნველყოფს.

რა ფორმატით მივიღებ დასრულებულ თარგმანს?

ელექტრონულად (Word/PDF) და/ან ბეჭდური ვერსიით, ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. თუ გჭირდებათ ორიგინალი ბეჭდური ვერსია, ეს წინასწარ უნდა შეთანხმდეს. ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი გაიცემა ბეჭდური სახით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ბიურო მას დასკანერებული ფორმითაც გამოგიგზავნით.

რა ხდება, თუ თარგმანში შეცდომა აღმოჩნდა?

თუ თარგმანში რეალური შეცდომა ან შეუსაბამობა დადასტურდა, მის გასწორებას თარჯიმანთა ბიურო საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს.

როგორ ხდება შეკვეთა და გადახდა?

შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია ოფისში, ელ. ფოსტით ან WhatsApp-ით. გადახდა ხორციელდება წინასწარ, ინვოისის საფუძველზე, ონლაინ ანგარიშსწორებით კომპანიის ანგარიშზე.

შეიძლება თუ არა AI-ით შესრულებული თარგმანის მოტანა და მისი გამოყენება?

ავტომატური თარგმანის წინასწარ მომზადება სტანდარტულ ღირებულებას არ ცვლის. ყველა შემთხვევაში დოკუმენტს მთარგმნელი თავიდან თარგმნის, ამიტომ საფასური იგივე რჩება და დამკვეთისთვის AI-თარგმანის მომზადება არ არის რეკომენდებული.